ლდანის ციხეში გაკეთებული ჩანაწერის ნამდვილობას საუბრის ერთ-ერთი მონაწილე, მესტიის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს.

ჯაფარიძე ამბობს, რომ მირზა სუბელიანი ნამდვილად ასახელებდა ფაქტებს, რომელიც წესით უნდა გამხდარიყო გამოძიების დაწყების მიზეზი და რასაც უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებაც.

თუმცა, “ქართული ოცნების” დეპუტატს უფრო სხვა საკითხი აღელვებს, კერძოდ, ვინ და როგორ გააკეთა ჩანაწერი გლდანის ციხეში.

„მე ნამდვილად შევხვდი, თქვენ რომელზე ამბობთ არ ვიცი, რამოდენიმეჯერ შევხდი მაგ კაცს, მისი დაჟინებული მოთხოვნით. ვინახულე, ის სტრესულ მდგომარეობაში, სამარტოვე საკანში. არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ლაპარაკი. სერიოზული ვერაფერი ვერ მოვისმინე, რა თქმა უნდა.

შინაარსი კი არ არის მთავარი, მთავარი ის არის პატიმართან შესული პარლამენტის წევრის საუბარი არის ჩაწერილი. ოფიციალური წერილით მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს და ავიღე ნებართვა. თვითონ იძახის, რომ სთხოვე, მე დამსახურება მაქვს და იქნება შეღავათი გამიწიონო და რას მთხოვს. თვითონ რას თვლის დამსახურებად ეგ მე არ ვიცი, მაგრამ მე გეუბნებით რაც მე ვიცი იმას. არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ნასაუბრები, თუ რაიმე ისაუბრა იქა. არასერიოზულია, არ არის ლოგიკასთან არც ერთი რასაც ეგ ლაპარაკობს”-აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.

რაც შეეხება ე.წ. “ავტომატჩიკებს”, რომლებზე მირზა სუბელიანი “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში საუბრობს, ჯაფარიძე ამბობს, რომ სუბელიანის ეს კომენტარი მას სერიოზულად არ ჩაუთვლია. სწორედ ამით ხსნის ჯაფარიძე ფაქტს, რომ სუბელიანის მიერ შეიარაღებული დაპირისპრების ალბათობის დაშვებაზე მას რეაგირება არ მოუხდენია.

“არაფერი არ გრჩებათ თვალს და კადრს მიღმა და 50 კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება თუ ჰყავდა მირზა სუბელიანს ეგ ვერ ნახეთ? კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მე არასერიოზულად ჩავთვალე თავიდან ბოლომდე მირზა სუბელიანის ნასაუბრები, ამიტომაც არ გამიკეთებია რეაგირება”-ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, ის სუბელიანს საპატიმროში მას შემდეგ შეხვდა, რაც შეხვედრის თხოვნით პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თავად მიმართა.

“მე ვუთხარი, რომ მარტო რატომ ზიხარ იქნება ვინმესთან ერთად დაჯდე, ხმის გამცემი იყოს დაგელაპარაკოსთქო, რატომ ზიხარ მარტო-თქო. არანაირი განსაკუთრებული ურთიერთობები მე არ მაქვს. მირზა სუბელიანი არის სვანი, მე ახლა მთელს სვანეთს ვიცნობ და ვალდებული ვარ და ვთვლი მოვალედ, რომ ნებისმიერი სვანის და სხვისიც დარდი და ჭირი გავიზიარო. მთხოვეს, პატიმარია, თვითონ დამირეკა, როგორც პარლამენტის წევრს გთხოვ შემხვდიო და შევედი,“-აცხადებს „კურიერთან“ საუბრისას ვიქტორ ჯაფარიძე.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow