პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ყოფილი ხელისუფლების 3 მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. ბრალი კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელებს წაუყენეს.

საქმე 10 წლის წინ საქმე სკოტლანდ იარდმა გამოიძია და დაადგინა, რომ პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და მკვლელობა არ განხორციელებულა.

ბრალდებულ რევაზ შიუკაშვილის ადვოკატის, ქეთი მირიანაშვილის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია. იურისტი ვარაუდობს, რომ პროკურატურას ხმაურიან საქმეზე ბრალის წარდგენა ბოლო დროის სკანდალებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად დასჭირდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ გრძნობს და თვლის, აღნიშნული ბრალი დაფუძნებულია ე.წ. მტკიცებულებებზე, რომელიც 2007-2008 წლებში არის, ვითომდა, ჩაწერილი. აქ არის გარკვეულ ჩანაწერებზე საუბარი, რომლის ავთენტურობაც დიდი ეჭვის ქვეშ დგას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებულია ექსპერტიზებიც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში 2016 წელს და რატომღაც აღნიშნული საქმე ამდენი წლის განმავლობაში პროკურატურაში თაროზე შემოდებული იყო. დღესდღეობით, როდესაც გაუჭირდა ხელისუფლებას, ან პროკურატურას, არის ე.წ. შემოგდებული საქმე გარკვეული თემების გადასაფარად. დავუშვათ, რომ აღნიშნული ჩანაწერები არის ავთენტური, ამ შემთხვევაშიც ჩანაწერებში არ იკვეთება დანაშაულის გარკვეული ნიშნები, ვინაიდან ყველა იურისტმა იცის, რომ მომზადებას უნდა მოჰყვებოდეს გარკვეული ქმედებები,“ – განაცხადა ადვოკატმა, ქეთი მირიანაშვილმა.
წყარო

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow