“მამაჩემის მკვლელობის საქმე რომ გაიხსნას, ერთ საათში დღევანდელი ხელისუფლება სახლში წავა” – ამის შესახებ ბესიკ ხარძიანის შვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, მამამისი, რომელიც ბიზნესმენი იყო, მოკლეს მილიონებისთვის – “მისი ნაშრომისთვის გაწირეს და საღ-სალამათი კაცი ჩადეს მიწაში”, განაცხადა ხარძიანის შვილმა.

“მამაჩემის მკვლელობაში რომ „ქართული ოცნების“ და დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ურევია, ეს დანამდვილებით ვიცი. რადგან მამაჩემის მკვლელობის საქმეში არ მახედებენ და დაზარალებულად არ მცნობენ” – განახადა ტელეკომპანია “პირველში” ხარძიანის შვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჩანაწერში, რომელიც გავრცელდა და სადაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული პროკურატურის მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მონაწილეობს, ბესიკ ხარძიანის სახელი და გვარი გამოყენებულია, როგორც ერთ-ერთ მის “დალაგებულ” საქმედ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow