პირველი ექსპერიმენტული სკოლის სახურავიდან მე-6 კლასის მოსწავლე გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2″-ს სკოლის დირექტორმა დაუდასტურა.

როგორც დირექციას მოზარდებმა უამბეს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სათამაშოდ ვერანდაზე ავიდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი გადმოვარდა.

სკოლის დირექტორი ჩხუბსა და დაპირისპირებას გამორიცხავს. მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეს ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის საავადმყოფოში რჩება.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow