,,მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი“ აუტიზმის ცენტრის მშენებლობის მიზნით დაარსდა. ფონდი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების და მოზარდებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.
,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ყველა იმ ადამინს, რომლების დახმარებითაც ჩენ ერთად ავაშენებთ “პეგასს”. არასდროს ყოფილა ხელისუფლება ისე ახლოს, ჩვენი შვილების პრობლემებთან, როგორც დღეს. თქვენი დახმარებით, ჩენ ერთად ავაშენებთ იმ ხიდს, რომელიც სამუდამოდ დააკავშირებს ჩვენს შვილებს რეალურ ცხოვრებასთან. განაცხადა ფონდის დირექტორმა თამარ იარაჯულმა – ცენტრის მშენებლობის პრეზენტაციის დროს.
ფონდის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების დონის ცენტრის შექმნა, სადაც ბენეფიციარები სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ. ცენტრი აღჭურვილი იქნება, უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტება პროფესიონალი კადრებისაგან, რაც საშუალებას მოგვცემს, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს შევუქმნათ ყველანაირი პირობა ზრდისა და განვითარებისთვის. ასევე, ცენტრის ბაზაზე დაარსდება სატრენინგო სკოლა, სადაც შესაბამისი დარგის პროფესიონალები უზრუნველყოფენ ახალი სპეციალისტების მომზადების პროცესს.
სარეაბილიტაციო ცენტრი, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე, ქვეყნის მასშტაბით 230 ბენეფიციარს სრულიად უფასოდ მოემსახურება.
ცენტრის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და 2026 წელს დასრულდება. ცენტრში განთავსებული იქნება სამი შენობა, სადაც სხვადასხვა თერაპიები, დღის ცენტრი და სპორტული დარბაზები განთავსდება.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow