შსს ახალციხეში 15 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტს იძიებს.როგორც “პრაიმტაიმის”კორესპონდენტი იტყობინება, ძალადობაში მხილებული პირიც სავარაუდოდ არასრულწლოვანია.

15 წლის გოგონას ოჯახი გაუპატიურებასა და მუქარაში დაზარალებულის კლასელ ბიჭს ადანაშაულებს. გოგონას დედა ამბობს, რომ “ბიჭი მის შვილზე, როგორც ფიზიკურად ისე ფსიოლოგიურად ძალადობდა”. საპირისპიროს ამტკიცებს არსრულწლოვანი ბიჭის დედა. “თუ ჩემმა ბიჭმა იძალადა ამის მერე მასთან ერთდ რატომ დადიოდა”,- ამბობს მეორე მხარე.

მომხდარზე გამოძიება ახალციხის პოლიციაში მიმდინარე წლის 16 მარტს სოციალური მომსახურების ცენტრიდან შესული წერილის საფუძველზე სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. წერილში აღნიშნული იყო, რომ ერთ-ერთი სკოლის არასრულწლოვანი მოსწავლე იყო ორსულად. გამოძიების საწყის ეტაპზე დაუყოვნებლივ ჩატარდა მოწმეთა გამოკითხვები.

2018 წლის 21 მარტს არასრულწლოვანის დედამ კატეგორიული უარი განაცხადა მისი შვილის ნაყოფისაგან დნმ-ის ნიმუშის აღებაზე, შემდგომი ბიოლოგიური კვლევისათვის. დედამ ასევე უარი განაცხადა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, რათა დადგენილიყო ჰქონდა თუ არა არასრულწლოვანს რაიმე სახის დაზიანება და განსაზღვრულიყო დაზიანების სიმძიმე და ხარისხი.

2018 წლის 19 სექტემბერს საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძლედა სსკ 137-ე და 151-ე მუხლებით. გამოძიების ფარგლებში ახალციხის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ძალადობაში დადანაშაულებული არასრულწლოვანის პირადი და საცხოვრებლი სახლის ჩხრეკა ჩატარდა. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხნენ არასრულწლოვანის თანატოლებიც. ჩატარებულია არასრულწლოვანი გოგონას ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნა ჯერჯერობით გამოძიებისთვის ცნობილი არ არის. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავაც გრძელდება.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow