იაფი ნარკოტიკი და დაღუპული თაობა, რეალობიდან მოწყვეტის სურვილით დაწყებული კაიფი და სიკვდილით დასრულებული, უამრავი არასარულწლოვანი, რომელიც პოტენციური ნარკომანია და ნარკომანიისკენ მიმავალ გზას ეწ “აბების” ყლაპვით მიუყვება.

ჩვენ­თან სა­უ­ბარს და­თან­ხმდა სა­მი ახალ­გაზ­რდა, რომ­ლე­ბიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ან­ტი­ე­პი­ლეფ­სი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გახ­დნენ და აბებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის­თვის იღე­ბენ. მათ შო­რის ერ­თი გო­გო­ნა­ა, რო­მე­ლიც, რო­გორც გვიყ­ვე­ბა, ჰი­პერ­დო­ზი­რე­ბის შე­დე­გად სიკ­ვდილს ძლივს გა­და­ურ­ჩა. დღეს მას, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მკაც­რად აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დეს.

ლა­შა:
– კა­ი­ფის­თვის ნორ­მა­ლუ­რი დო­ზაა 4 ბაკ­ლო­სა­ნი და 2 აბი გა­ბა­გა­მა, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად 4-4 აბს სვა­მენ. მი­ღე­ბის მო­მენ­ტში ადა­მი­ა­ნი არის მო­დუ­ნე­ბუ­ლი, მო­თენ­თი­ლი და წნე­ვა აქვს და­ვარ­დნი­ლი. ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა 5 ლა­რი ჯდე­ბა (რა თქმა უნ­და, წა­მალს რე­ცეპ­ტის გა­რე­შე ვყი­დუ­ლობთ). კა­ი­ფი 5 სა­ათს გრძელ­დე­ბა. ბევ­რმა არ იცის, რომ ამ აბე­ბის მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად, კა­ი­ფი 1 სა­ათ­ში მო­დის, ერ­თი სა­ა­თის მან­ძილ­ზე იხ­სნე­ბა, ამი­ტომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ არ მი­ი­ღეს საკ­მა­რი­სი დო­ზა და მე­რე ამა­ტე­ბენ, რაც იწ­ვევს სა­ვა­ლა­ლო შე­დეგს. ამ აბებს სას­მელს თუ და­ა­ყო­ლებ, კი­დევ უფ­რო მე­ტი კა­ი­ფი მო­აქვს, ორ­მა­გად დუნ­დე­ბი და ხდე­ბი უმოქ­მე­დო.

ლი­კა:
– ამ ზაფ­ხულს აგა­რაკ­ზე ვი­ყა­ვი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­დაც ერ­თმა მათ­გან­მა მო­ი­ტა­ნა წამ­ლე­ბი – ბაკ­ლო­სა­ნი და გა­ბა­გა­მა, დავ­ლი­ეთ – მე 4-4, ბი­ჭებ­მა – ჩემ­ზე მე­ტი. ნა­ხე­ვარ სა­ათს ვე­ლო­დი, რო­დის მო­ი­ტან­და კა­იფს. რომ არ მო­ი­ტა­ნა, ერ­თი იმ­დე­ნი კი­დევ და­ვა­მა­ტე. რო­ცა გა­იხ­სნა, გა­ვი­თი­შე, მე­რე აღარ მახ­სოვს, რა მოხ­და. ბევ­რი მო­მი­ვი­და და ჩემს მე­გობ­რებს სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა დას­ჭირ­დათ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow