თეიმურაზ გორჯესტანი – კანდიდატი, რომელიც კვირას ალბათ იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩემთვის დარჩება უბრალოდ დედა

სპორტის სასახლეში ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრას მისი შვილები თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანები ესწრებოდნენ.შეკრებილებს სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძლიერი მხარდაჭერისთვის. ქეთევანი და მე ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, რადგან ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტი. კანდიდატი, რომელსაც მიმართავთ ქალბატონი სალომეთი, რომელიც კვირას ალბათ იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა. ეს მიმართვა – „დედა“ არის ჩვენთვის სიმბოლო, რადგან ეს სიტყვა ჩვენთვის პირველი ინსტინქტის კავშირია შორეულ საქართველოსთან. ეს არ არის შანსის შედეგი, ეს არის შედეგი, ჩვენი მშობლების დამსახურება, რომ პირველი ენა ჩვენთის ყოფილიყო ქართული.
კვირა დღეს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, შეასრულოს 1921 წელს დაწყებული ისტორია და ბოლომდე მიიყვანოს ემიგრაციის ოცნება. როგორც ქეთევანმა მედიასთან განაცხადა, მგონი, ჩვენთვის უკვე მოვიდა დრო, დაგითმოთ ძვირფასი დედა. ვიცით, რომ ყველას დაგიცავთ, დაიცავს საქართველოს, როგორც ჩვენ დაგვიცვა. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს დედიკოს და გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow