მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყო. უკრაინაში დარეგისტრირებულ ვებგვერდზე აუდიომასალა აიტვირთა, რომელიც ვებგვერდის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანია საუბარს ასახავს.

აუდიომასალა ვებგვერდ დღეს გამოქვეყნდა. Data მონაცემებით, ეს ვებგვერდი 2015 წელს არის დარეგისტრირებული, თუმცა სამი წლის განმავლობაში უმოქმედო იყო და მასალები პირველად გუშინ ჩანაწერის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე აიტვირთა.

ჩანაწერში, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძეზე საუბრობენ.

აუდიომასალას „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. ნიკა გვარამიას თქმით, ის არის სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული ფრაზები. მისი განცხადებით, თემურ ალასანიას მხოლოდ მისალმების დონეზე იცნობს.

„უკვე დასაცინ ზღვარს მირმა არიან, ჯერ ერთი ნამდვილიც რომ გაავრცელოს, უკვე აღარავინ დაუჯერებს მას მერე, რაც პროკურატურამ ციხეში პატიმრის და დეპუტატის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი დადგა. ამ სისულელეზე, რაც მოვისმინეთ, პასუხის გაცემა რთულია იმიტომ, რომ შეუიარაღებული თვალით, ყურით და ყველაფრით ცხადია, რომ არის არა მონტაჟი, არამედ კომპილაცია, სხვადასხვა საუბრიდან ამოგლეჯილი ფრაზების გადაბმა, მერე არის სინთეზური ხმა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონი ალასანიას ხმა ეს არ არის. შინაარსობრივადაც ბოდვაა, რაის ბატონი ალასანია მაძლევს მითითებას, საერთოდ არ ვიცნობ, მხოლოდ სამჯერ მყავს ნანახი, საერთო ნაცნობებთან, მხოლოდ გამარჯობის დონეზე ვიცნობ მეც და ეკა კვესიტაძეც. გაფარჩაკების უტყუარი ნიშანია, როცა ესეთ სისულელეებს აკეთებენ ორი დღის გახსნილ Fake საიტებზე. სუს-ზე კიდევ უფრო დაბალი წარმოდგენა მექმნება, თუ ეს მათი გაკეთებულია და ალბათ, მათი გაკეთებულია,,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow