საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქალბატონმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მომხრე ქალბატონს.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ჯელალ კიკავა ურეკავს ზონდერჯგუფებს და მათ ფიზიკური ძალადობისა და პროვოკაციებისკენ მოუწოდებს.

„არსებობს შესაბამისი ვიდეომასალა. მოგვიანებით აღნიშნულმა პირმა ბათუმის 9-ე უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მომხრე ქალბატონს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 162-პრიმა მუხლით, რაც „კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

sputnik-georgia.com

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow