ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლნისის 27-ე უბნიდან კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს.

ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ანალოგიური პრობლემები იყო ბოლნისის 34, 35 და 36-ე უბნებზე, თუმცა ხარვეზი უკვე აღმოიფხვრა.

„ბოლნისის ოთხ საარჩევნო უბანზე – 27-ე, 34-ე, 35-ე და 36-ე საარჩევნო უბნებზე სუბიექტის წარმომადგენლები ერეოდნენ საარჩევნო კომისიის მუშაობაში, მათ მიიღეს გაფრთხილება. სამ უბანზე აღმოიფხვრა პრობლემა, ხოლო 27-ე უბანზე იქიდან გამომდინარე, რომ გაგრძელდა საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის მცდელობა, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნულმა პიროვნებამ დატოვა საარჩევნო უბანი”, – განმარტა ცესკო-ს სპიკერმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow