“არანაირ ჩაყრას ადგილი არ ჰქონია” – ამ განცხადებით გამოეხმაურა ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, მირანდა მესხი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ აღნიშნული ოლქის #94 საარჩევნო უბანზე დაწერილ საჩივარს, რომლის მიხედვითაც დამკვირვებელმა დააფიქსირა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა.

“გვაქვს უბნის ახსნა-განმარტება, კომისიის წევრების, ასევე იმ კომისიის წევრის, ვინც ყუთზე და კონვერტებზეა ზედამხედველი, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ხელმოწერით დადასტურებული – “ედპ”-დან, “ნაციონალური მოძრაობიდან” და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან. წარმოამდგენლებიც ადასტურებენ, რომ არანაირ ჩაყრას ადგილი არ ჰქონია. ამ კონკრეტულმა პირმა, ვისზეც ამბობენ, რომ ჩაყარა კონვერტები, კენჭისყრაში მონაწილეობა სპეციალური სიის საშუალებით მიიღო.ეს არის “ევროპული საქართველოდან” დანიშული კომისიის წევრი, რომელმაც დილიდან, თავიდანვე უარი განაცხადა წილისყრაში მომაწილეობაზე და უფუნქციო კომისიის წევრი იყო.მოგვიანებით განახორციელა თავისი კონსტიტუციური ვალი,მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა სპეციალური სიის საშუალებით და დააფიქსირა თავისი არჩევანი, ძირითად ყუთში ჩააგდო თავისი კონვერტი. ეს არის უბნის მოკვლევის შედეგი,რასაც ადასტურებენ კომისიის წევრები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები”, – განაცხადა მირანდა მესხმა.

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ზუგდიდში, #67 საარჩევნო ოლქის #94 უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. მიზეზად კი მათი დამკვირვებლის მიერ დაწერილი საჩივარი იყო.

“პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე, არ დაეწერა საჩივარი და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდეს ამ შემთხვევით და მიიღოს შესაბამისი ზომები. ჩვენ ვითხოვთ ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow