ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებულ ბოლო მონაცემებს აქვეყნებს. სხვაობა ვაშაძის ხმებსა და ზურაბიშვილის შედეგებს შორის ისევ მინიმალურია:

სალომე ზურაბიშვილი – 38,63 %;

გრიგოლ ვაშაძე – 37, 74;

დავით ბაქრაძე – თითქის 10.97 %.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 99.95% უკვე დათვლილია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობასა და პროცედურების შესახებ ისაუბრა.

„შესაძლებელია, აბსოლუტურად, ითქვას, რომ ჩვენ დიდი ალბათობით, გვაქვს მეორე ტური და ამავდროულად, მეორე ტურის გამართვას აქვს თავისი პროცედურები, რაც გახლავთ ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო დავები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ცხადია გარკვეული საჩივრები, ძირითადად პროცედურულ და დისციპლინარულ საკითხებთან დაკავშირებით, მათი ვადების განხილვის მაქსიმალური ვადების შემთხვევაში, ეს არის არჩევნების შედეგების შეჯამება 20 დღის ვადაში და საბოლოო შემაჯამებელი ოქმიდან, ანუ 20 დღის შემდგომ, ორი კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რაც გახლავთ ამავდროულად კვირა დღე და უკიდურესი ვადა შესაძლებელია იყოს 2 დეკემბერი,“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის 3 ათას 703 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც უბნების, თითქმის, 100 პროცენტს შეადგენს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow