ფოტოგრაფი გია აბდალაძე სთხოვს ყველას, ვინც არჩევნებზე არ წავიდა, მივიდეს მეორე ტურზე და ხმა ვაშაძის წინააღმდეგ მისცეს, რათა არ დაბრუნდეს ხელისუფლება, რომელმაც, მისი თქმით, უსამართლოდ დააპატიმრა, ციხეში აწამებდა და ჯაშუშობა დააბრალა.

ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს წამებაში უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას. ერთი არის „ქილერა“, რომლის შეწყალებასაც ვაშაძე აპირებს. უამრავი ადამიანი ადასტურებს, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელობით აწამეს გლდანის საპყრობილეში“, – ამბობს აბდალაძე.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა.

ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.

პრაიმტაიმი

 

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow