„გაიწიე აქედან, ტელევიზია არ ხართ თქვენ და მე თქვენთან ურთიერთობა არ მინდა,“-“რუსთავი 2”-ის დანახვამ გოგა ხაინდრავა გააღიზიანა. ის ვერის აქციაზე იმყოფებოდა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მოქალაქეების ერთი ნაწილი შეიკრიბა. რეჟისორმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. აქციაზე იმყოფებოდა ნორა კვიციანიც. მისი თქმით იმ ხელისუფლებას, რომელსაც ის ტყვეობაში ჰყავდა, ახლა კვლავ ქვეყნის სათავეში უნდა დაბრუნება.

„მე 21 საუკუნეში მძევლად ვყავდი აყვანილი 7 წლამდე და  იმ ხელისუფლებას უნდა მოსვლა ისევ ხელისუფლებაში“-განაცხადა ნონა კვიციანმა.

აქციაზე იმყოფებოდა ხათუნა ჟორდანია შვილთან ერთად. მისი თქმით აუცილებელია მეორე ტურამდე ქვეყანა მშვიდად მივიდეს.

„ჩვენი გზავნილი არის  ის, რომ ნუ შევჭამთ ერთმანეთს ქართველები. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განსხვავების გამო. პოლიტიკური აზრის დაფიქსირების გამო,“-განაცადა ხათუნა ჟორდანიამ.

ნინი ქარსელაძის განცხადებით კი ვერის აქცია იყო მშვიდობიანი და ყველამ ერთად დააფიქსირა, რომ სისხლიან რეჟიმს ეუბნება არას.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow