პარტია “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის საგანგებო მიმართვას ავრცელებს. ექსპრემიერი ვიდეომიმართვაში კითხულობს განცხადებას, რომლის ადრესატიც ამომრჩეველია.

ივანიშვილის მათ მხარდაჭერას სთხოვს და ამბობს, რომ მოსახლეობის პრეტენზიების „ქართული ოცნების“ მიმართ სამართლიანია.

მიმართვის ძირითადი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის მთავარ კონკურენტს გრიგოლ ვაშაძეს ეხება.

„დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია. მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი. მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების, მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა. მესმის, რომ უკმაყოფილი ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

6 წუთიან მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი ძირითად დროს ოპონენტების კრიტიკას უთმობს და აცხადებს, რომ არ შეიძლება ქვეყანა “ნაციონალურ მოძრაობას” დაუთმონ.

„ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს, ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია, დღეს ჩვენ წინ, ჩვენს პირისპირ სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეების დგანან. ჩვებ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით. როდესაც ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow