ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის ადვოკატები სასამართლო განჩინების ჩაბარებას ამ დრომდე ელოდებიან, რის შემდეგაც ისინი აღმკვეთ ღონისძიების შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ლაშა გოგიას და გია გულორდავას ადვოკატებმა დაკავებულები გლდანის ციხეში უკვე მოინახულეს.

ადვოკატი, ზაქარია გვიშიანი აღნიშნავს, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ პრევენციულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო.

ზაქარია გვიშიანი ამბობს, რომ განჩინებაში გამოყენებულია ტერმინი – ეროვნული ტრადიციები, რაც ადვოკატისთვის გაუგებარია. ადვოკატის თქმით, ეს ტერმინი განმარტებულია ისე, თითქოს გია გულორდავა საკუთარი ნაცნობობით შეუძლია გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე.

„იქიდან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რაც მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისად, ჩვენ გავასაჩივრებთ, რადგანაც, სასამართლომ არ შეაფასა სათანადოდ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, არ შეაფასა სათანადოდ დაცვის მხარის პოზიცია და სრულიად დაუსაბუთებლად გია გულორდავას შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა,“ – განაცხადა ზაქარია გვიშიანმა.

დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის ბრალდებულ ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს 2 დღის წინ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გოგია და გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პირველ ნოემბერს დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც დაკავებულების მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow