“ქართულ ოცნებაში” საკადრო წმენდა იწყება

საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი ადასტურებს, რომ საკადროცვლილებების შესახებ კონსულტაციები დაწყებულია და ეს გუნდისახალი ენერგიით განახლებას გულისხმობს.

„საკადრო წმენდა არასწორი ტერმინია, განახლება, გადახალისება, ახალი ენერგიის შეძენა კი ბატონო. პროცესიდაწყებულია და იქნება აუცილებლად. ყველა გუნდს სჭირდება განახლება და ახალი ენერგია, ამ ახალ ენერგიას მედიდი იმედი მაქვს რომ ძალიან მალე შევიძენთ. ვნახოთ, ჯერ მიმდინარე საქმეებს ვაკეთებთ.

რა თქმა უნდა, იქნება სტრუქტურული ცვლილებებიც და საკადრო ცვლილებებიც“-ამბობს ბექა დავითულიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ჯაში კი ამბობს, რომ ის არ არის ჩართული საკადრო ცვლილებებისშესახებ მიმდინარე კონსულტაციებში.

ჯაში ამბობს, ის მიესალმება გუნდის გაძლიერებას. მისი თქმით, თუკი ცვლილებები იგეგმება, ამის შესახებგანცხადებას პარტიის დამფუძნებელი გააკეთებს.

„არანაირი წმენდა „ქართულ ოცნებაში“ არ არის, წამსვლელი უნდა წავიდეს, დამრჩენი უნდა დარჩეს“- ესგანცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

“წამსვლელი უნდა წავიდეს, დამრჩენი უნდა დარჩეს. შეიძლება მე წავიდე, შეიძლება სხვა წავიდეს, არ ვიცი ვინწავა, წავა ის ვინც აქ ვეღარ ნახავს ნავსაყუდელს, თავისი ღირებულებით თანხვედრას ამ გაერთიანებაში. ჩვენ კიდევერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, რისთვის ვართ ერთად – ვართ თუ არა ერთად იმიტომ, რომ ვართმართლმადიდებლები და სეკულარულ სახელმწიფოშიც ვრჩებით მართლმადიდებლად,”-განაცხადა ფოფხაძემ.

 

cyc.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow