საქართველოში გრიპის ვირუსის გააქტიურება და გავრცელება დეკემბრის ბოლოდან არის მოსალოდნელი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის თქმით, გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, საჭიროა ვაქცინაცია. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე არც საქართველოში და არც ევროპაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს.

“მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ზედამხედველობა. ცირკულირებს სხვა რესპირაციული და რინო ვირუსები, რაც იწვევს გრიპის მაგვარ დაავადება, სურდოს, ხველას, ყელის ტკივილსა და არც ისე მაღალ ტემპერატურას”, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაცია არა ერთხელ გაავრცელა და მოქალაქეებს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინები არის 3 კომპონენტიანი და იცავენ 3 ტიპის, ყველაზე გავრცელებული ვირუსებისაგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი და 1 ტიპის ინფლუენზა B ვირუსი).

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow