სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა – ეს განცხადება, ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ყოფილ მთავარ პროკურორს ცემას ედავებიან. თუმცა უფლებადამცველის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

საქმე ეხება გასულ წელს ელცენტროში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა.

ფარცხალაძის უფლებადამცველის თქმით, ბრალის წარდგენის საფუძველი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა გახდა.ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულის აბსურდულობას სასამართლოში დაადასტურებენ.

“გვაქვს უკვე საშუალება, რომ ჩავიხედოთ საქმის მასალებში, რადგან უკვე მხარეს წარმოვადგენთ,”-განაცხადა მოსიაშვილმა.

გაგი მოსიაშვილის თქმით, ელცენტროს ინციდენტთან დაკავშირებით რაიმე სახის ბრალეულობა არ არსებობს და ოთარ ფარცხალაძე პროვოცირების მსხვეპლია.

უფლებადამცველი ამბობს, რომ გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით ბრალდების მხარემ მოითხოვა. ფარცხალაძის ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს გზით ბრძოლას გააგრძელებენ.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბრალდების მხარე პროცესუალური კანონმდებლობის გვერდის ავლით, ბატონ ოთარს ბრალი წარუდგინა. ბრალი მას წარედგინა ცემის ფაქტთან დაკავშირებით, საქმე ეხება ე.წ. „ელ-ცენტროს“ ინციდენტთან დაკავშირებულ საქმეს. ბატონი ოთარი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პირიქით, მემგონი პროვოცირების მსხვერპლია ბატონი ოთარი. სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ,“- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

comments