სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ რუსთაველის გამზირზე ხვალ აქციას, სახელწოდებით – „გვახსოვს 7 ნოემბერი” გამართავს. როგორც მოძრაობის წევრი ია მეტრეველი ამბობს, მსვლელობით ისინი პარლამენტის შენობასთან მივლენ, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილეები დაარბიეს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“ჩვენი საზოგადოება ხვალ ვიკრიბებით ოპერის წინ, 16:00 საათზე და ვაწყობთ აქციას, რათა გავიხსენოთ 7 ნოემბერი. მოგიწოდებთ ყველას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდით და იყავით ძალადობის მსხვერპლი, გული შეგტკიოდათ იმ ყველაფერზე, რაც მაშინ ქვეყანაში ტრიალებდა, ყველა ერთად შევიკრიბოთ და ყველამ ერთად ვუთხრათ არა ძალადობას, არა სააკაშვილის რეჟიმს და არა უსამართლობას. ეს მეტად მნიშვნელოვანია იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. მოგიწოდებთ, ყველანი შევიკრიბოთ ოპერის წინ. შემდეგ შევუერთდებით რუსთაველის თეატრში მიმდინარე ანალოგიურ აქციას. იქ საზოგადოება 14:00 საათზე იკრიბება. ასეთი აქციები ასევე სხვადასხვა ადგილზეა დაგეგმილი. შემდეგ ყველა ერთად მსვლელობით გავივლით რუსთაველს, სადაც მოხდა ჩვენი დარბევა”, – თქვა ია მეტრეველმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow