გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჟურნალისტმა თამარ მოლაშვილმა 2015 წლის ივნისში სულხან მოლაშვილთან ჩაწერა, გარკვეული მიზეზების გამო ინტერვიუ აქამდე არ გამოქვეყნებულა.

თამარ მოლაშვილი: ინტერვიუ პირველად ქვეყნდება.

ეს ინტერვიუ გასული წლის 10 ივნისს ჩავწერე. არ გამომიქვეყნებია. თითქოს დღევანდელი დღისთვის შემენახა…

სულხან მოლაშვილი:

“საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც იმსახურებდეს ამ აღვირახსნილი ხალხის პარპაშს. ეს არის ჩემი, თქვენი, საზოგადოების თითოეული წევრის შეურაცხმოფა. როდესაც გუშინდელი პალაჩები, გუშინდელი დამნაშავეები, გუშინდელი სისხლისმსმელები თვალთმაქცურად ისევ ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას, გაჩერება არ შემიძლია.”

-სულხან, მოდი პირდაპირ დავიწყოთ. მახსენდება დეკემბრის დღეები, როცა ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარია. სააკაშვილი 5 იანვრის არჩევნებისათვის ემზადება.

სასტუმრო “მეტეხის” საკონფერენციო დარბაზში შეხვდი საქართველოში აკრედიტირებული ყველა ქვეყნის საელჩოს ხელმძღვანელს.ღიად, დოკუმენტებზე დაყრდნობით ამხილე მოქლაქეთა კავშირის ე.წ. “რეფორმატორული ფრთა”. ყოველივე ამას მოჰყვა ის საშინელი წლები, რომელიც შენ და შენმა ოჯახმა გადაიტანა. გულწრფელად მაინტერესებს, არ ნანობ?

-გმადლობთ თამარ ამ შეკითხვისათვის. გულწრფელად მინდა გითხრა, რომ მთელი ამ წლეების განმავლობაში ეს შეკითხვა არავის დაუსვამს. ამაზე ბევრს ვფიქრობდი. წარსულში ბევრჯერ დავბრუნებულვარ.

ეს გადაწყვეტილება თავად მივიღე. არავის დაუძალებია, არავის დაუვალებია.

დიპლომატებთან შეხვედრამდე დამირეკეს ჯერ ირაკლი ოქრუაშვილმა, როგორც კურსელმა, შემდეგ დათო მუმლაძემ. ირაკლიმ მითხრა, რომ “შენ არ შეგეხება არავითარი პრობლემა, კონსტიტუციური ვადით არჩეული ფიგურა ხარ და თუ გააკეთბ მცირე განცხადება შევარდნაძის წინააღმდეგ იქნები აბსოლიტურად ხერლშეუხებელი.”

მე ამაზე კატეგორიული უარი ვუთხარი. გავბრაზდი. როცა კაცს ამას აკადრებ, უკვე შეურაცხოფაა. ე.ი. უშვებ, რომ კაცი ამის გამკეთებელია.

-ეს შენნაირი კაცის გადმოსახედიდან….

– ჩემი გადმოსახედიდან მივაგე სათანადო პასუხი. რამდენიმე დღეში გადავწყვიტე, რაც იმ 4 წლის განმავლობაში, როცა ვმუშაობდი კონტროლის პალატის თავმჯდომარედ, დაგროვდა, გამეცნო საზოგადოებისათვის.

იმ დღეს დიპლომატიურ კორპუსს დავანახე, რომ ე.წ. რეფორმატორთა ჯგუფი იყო უბინძურესი პოლიტიკური ორგანიზაცია,რომელიც ყველაფერს კადრულობდა იმისათვის, რომ სახელმწიფო თანხებით სახელმწიფოში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება.

-შედეგი?

– ჩემთვის შედეგია ის, რომ ვთქვი სიმართლე….

– შენს წამებაზე ბევრი დაიწერა. ამას აღარ გკითხავ. მხოლოდ ის მითხარი ელოდი ასეთ საშინელებას?

– ამ საშინელებას არ ველოდებოდი. ველოდებოდი ბევრ უსამართლობას. ბევრჯერ შემოთვლეს, “თუ ჩვენთან არ იმუშავე მკაცრად დაისჯები, დავიჭერთ მთლ კონტროლის პალატას” და ა.შ.

იურისტი ვარ. ერთხელ ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავუჯექი მთელ სისხლის სამართლის კოდექს და დავრწმუნდი, რომ წარმოუდგენელი იყო მოსამართლე, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა. მე პროკურატურაში მივედი აბსოლუტურად თავაწეული, აბსოლუტურად მართალი. გაქცევა არც მიფიქრია.

– ეს სამართლებრივად? წამებაზე გეკითხები.

– ეს ვერაფრით წარმომედგინა. იმიტომ, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე, სტალინის ეპოქის შემდეგ საქართველოში წამების ფაქტები არის დაფიქსირებული. მაგრამ ადამიანზე, რომელიც თანამშრომლობს, გაძლევს შეკითხვებზე პასუხს, ჰყავს ადვოკატი. არის ისეთივე პროცესუალური მოწინააღმდეგე, ასეთი ადამიანების წინააღმდეგ იყენებ ელექტროშოკს, სიგარეტის ნამწვავებს და ა. შ.ეს მეტყველებს მათ არანორმალურ ფსიქიკაზე უწინარეს ყოვლის.

ერთ-ერთი წამების დროს ვკითხე. რა გინდათ, იქნებ გთანხმდებით-მეთქი. მათ მიპასუხეს, რომ თუ მინდოდა ამ წამებისაგან და სამართლებრივი დევნიდანაც განვთავისუფლებულიყავი, “უნდა დამეწერა, რომ მთელი ჩემი მოღვაწეობა კონტროლის პალატის თავმჯდომარის რანგში იყო შევარდნაძის დავალება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით.” რაზეც მე არ დავთანხმდი. ის რასაც ვაკეთებდი, ვაკეთებდი განურჩევლად პარტიულობისა და პატიოსნად. ეს ჩემთვის არავის დაუვალებია.

-სულხან, ძალიან მოკრძალებით მინდა გკითხო ნარკოტიკების მოხმარების შესახებ….

-არა, არა. ნუ გერიდება. მკითხე.

-რამდენად მართალია?

-ეს ინფორმაცია ჩემს ოჯახში, მამაჩემთან,საზოგადოებაში შეგნებულად აღწევდა.

პირველი ინფორმაცია იყო, რომ უზომო რაოდენობით ვსვამდი სამედიცინო სპირტს. ვიყავი გალოთბული. მერე გაჩნდა ნარკოტიკის თემა. წარმოიდგინეთ საპყრობილეში ვარ, სადაც კამერა დღე-ღამე ჩართული მქონდა. ნუთუ არ შეეძლოთ გამოეტანათ, ან დალევის, ან ჩხუბის ფაქტი. შემდეგ ექიმის ცემაც დამაბრალეს. საქმეც აღძრეს ამ ფაქტზე.

ამ ხმების დროს სპეციალურად ვიკეთებდი სისხლის ანალიზებს, ასეთი უამრავი ანალიზის პასუხი დევს საქმეში.

ჩემთვის მტკივნეული იყო ეს, რომ არ მქონდა საშუალება ოჯახისათვის ამეხსნა, რომ ყველაფერი მიზანმიმართულებით კეთდებოდა.

სხვა საკითხია ოჯახში ადვოკატის მიტანილი ამბავი, სხვა საკითხია თავად რომ გნახავენ. პირველი ნახვისთანავე ეს პრობლემა მოიხსნა.

– სულხან, შევარდნაძეს გვერდს ვერ ავუვლი. მისმა ე.წ. მშვიდობიანმა წასვლამ უამრავი ადამიანის გაუბედურა. ის ადამიანები, რომლებიც მისი ერთგულნი იყვნენ. ისინი ბოლომდე ერთგულად იცავდნენ, როგორც სახელმწიფოს მეთაურს. არ გეჩვენებათ, რომ მიგატოვათ?

– არა. ჩემი ღირსებიდან გამომდინარე ჩემს მოქმედებაზე გადაწყვეტილება მე მივიღე.

მან კი რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნა, რომ გაოგნებული იყო ჩემდამი სასტიკი მოპყრობის გამო.

– ე.წ. “ვარდების რევოლუცია” რომ დიდი პოლიტიკის შედეგი იყო გათვალე, რომ შენ წინ ვერ აღუდგებოდი?

-რა თქმა უნდა.

-რა მოხდა 23 ნოემბერს? თბილისში ჩამოდის ივანოვი და თბილისშია მაილსიც. ეს პოლიტიკური გარიგებაა საქართველოს ხარჯზე, თუ…

-აქ ყველაზე საშინელება რაც მოხდა, იყო ღალატი. “კრწანისის” რეზიდენციაში ყველა შეთანხმდა, რომ სიტუაცია უნდა დამშვიდებულიყო. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა 6 თვის შემდეგ. ამას ეთანხმებოდნენ ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე. არ ეთანხმებოდა სააკაშვილი თავის ჯგუფებთან ერთად. ბოლოს შეთანხმდნენ. ივანოვმა ინფორმაცია მიაწოდა რუსეთს, მაილსმა ამერიკას. ივანოვი გაფრინდა აჭარაში

უშიშროების სამსახურის მხრიდან იყო ღალატი.

-ხაბურძანია?

– გვარებზე არ ვილაპარაკებ. თავად მიხვდებით. აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების დაცვაში პრობლემაა. მაშინ დარწმუნდა შევარდნაძე, რომ ის ხალხი, ვისზეც უნდა ყოფილიყო დაფუძნებული ქვეყნის უსაფრთხოება და კონსტიტუციური წყობა თავის მოვალეობას არ ასრულებდა. ეს იყო კლასიკური, ღალატი. ეს იყო ღალატი ყველა მხრიდან!

-მათ შორის სასამართლოდანაც. მახსოვს იმ წელს კენჭს ვიყრიდი ყვარელში. პატარკაციშვილის დამ და მარიკა ვერულაშვილმა ანშლაგით მაჯობეს. გაოგნებული დავრჩი, როცა უზენაესმა სასამართლომ გაყალბებულად სცნო პროპროპორციული არჩევნების შედეგი და გააბათილი. პროპორციულის შედეგი და რეფერენდუმიც ძალაში დატოვა. ეს იყო ნონსესი!

-გეთანხმები. ლადო ჭანტურია ჩემი მეგობარია. მან იცის ჩემი დამოკიდებულება სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ. უფრო მეტიც, ეს არ იყო უზენაესი სასამართლოს გასარჩევი საქმე.

-რა თქმა უნდა, კონსტიტუციური სასამართლო განიხილავს..

-დიახ! …და მიუხედავად ამისა, მოსამართლეებს იმიტომ აქვთ ამხელა გარანტიები, მაღალი ხელფასები, რომ ბოცის ქურდის დაჭერის გარდა, ქვეყნის ბედის გადამწყვეტ მომენტში ღირსეულად სამართლებრივ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ. სხვათაშორის 2003 წლის არჩევნები წინა არჩევნებისაგან განსხვავებით ყველაზე პატიოსნად ჩატარდა.

-გამოდის, რომ ლადო ჭანტურიამ სამართლებრივი სახე მისცა “ვარდების რევოლუციას”

-ღალატი იყო ყველა მხრიდან…

-არ გეჩვენება რომ კიდევ მარტო ხარ?

– ნაწილობრივ კი. პარტიის წევრი არ ვარ. მე თავისუფალი ადამიანი ვარ. რომელიც თავის ვალს იხდის ქვეყნის წინაშე.

საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც იმსახურებდეს ამ აღვირახსნილი ხალხის პარპაშს. ეს არის ქვეყანა, რომელიც ჩემი, თქვენი, საზოგადოების თითოეული წევრის შეურაცხყოფა. როდესაც გუშინდელი პალაჩები, გუშინდელი დამნაშავეები, გუშინდელი სისხლისმსმელები თვალთმაქცურად ისევ ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას, გაჩერება არ შემიძლია. დღეს სისტემურ დანაშაულს უწოდებენ.სისტემური დანაშაული კი არ იყო, ის იყო განზრახი დანაშაული მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანების მხრიდან ერის დათრგუნვის და ერის გენოფონდის გადაშენების მიზნით.

-ეხლა როგორ ხარ?

– უკეთესად. მინდა დავბრუნდე სამშობლოში და ჩემი ბავშვობის სურვილი ავიხდინო. ძალიან მინდა ძლიერი საადვოკატურო სამსახურის შექმნა.

წარმატებები სულხან!

თამარ მოლაშვილი 10 06.2015.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow