პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს რუსთაველის გამზირზე გაცილებით დიდი ტრაგედია მოხდა, ვიდრე 11 წლის წინ, 2007 წლია 7 ნოემბერს.

„გაოგნებული ვუყურე სიუჟეტს  აქციის შესახებ. მე ქალბატონ ია მეტრეველთან ვმეგობრობ, ძალიან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, მან იცის, როგორ ვწუხდი მე იმ უბედურებაზე, რომელიც მას და მის ოჯახს გადახდა და არა მარტო მათ, შესაბამისად, კარგად მესმის მისი განწყობა წინა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ცოტა ისე ხომ არ გამოვიდა დღეს, „ყველამ თავის მკვდარი იტიროსო“? ეს რას ნიშნავს, დღეს რომ ჩაუარეს პარლამენტის წინ მყოფ შვილმკვდარ მამებს – მაჩალიკაშვილის და სარალიძის ტრაგედია სხვა არის, იგივე 7 ნოემბერი და წინა ხელისუფლების მსხვერპლთა ტრაგედიები სხვა? ეს ხალხი დღეს ერთად არ უნდა იდგას?! ეს ხალხი ეხლა ერთად უნდა იდგეს და საუბრობდეს იმაზე, რაც თავის დროზე გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ და იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების საფრთხე შექმნა სადღეისოდ „ქართულმა ოცნებამ“. ბარიერი რატომ უნდა იდგეს შვილმკვდარ მამებსა და შვილმკვდარ დედებს შორის? რა გვჭირს, ხალხო? როგორც პოლიტიკოსი უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ აღშფოთებული ვარ როგორც ადამიანი და როგორც დედა. ესე უნდა ჩაიაროს ორი შვილმკვდარი მამის წინ აქციამ, რომელიც, როგორც მისი მონაწილეები ამბობენ, თავისუფლებისთვის და ძალადობის წინააღმდეგ იმართება? ხოლო თუ ეს ივანიშვილის მხარდამჭერი აქციაა და თუ ეს არის მთავარი, მაშინ გასაგებია რაც მოხდა. ჩემი აზრით, დღეს რუსთაველის გამზირზე უფრო დიდი ადამიანური ტრაგედია მოხდა, ვიდრე 7 ნოემბერს და 26 მაისს და იმედი მაქვს, რომ ეს აღარ განმეორდება. იმედი მაქვს, რომ მომავალში დაღუპულ ქართველებს, რომელი საქმეებიც არ გამოიძიეს, „ნაცის“ მოკლული იქნება ის, თუ „ქოცის“, თუ ღმერთმა დაიფაროს, მომავალში სხვა რომელიმე ხელისუფლების, ყველა ერთნაირად აღვშფოდებით ამაზე. თავში აზრად არ მომსვლია, რომ იმ და ამ აქციის მონაწილეებს შორის კორდონის ჩაყენება იქნებოდა საჭირო. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ დღევანდელი მსვლელობის ბევრი მონაწილე, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის, მე 26 მაისს სამართლიანობისთვის საბრძოლველად გამოსული არ მახსოვს. თუ სამართლიანობისთვის იბრძვი, შენთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, სარალიძისა და მაჩალიკაშვილის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას თუ არა, 26 მაისს ბურჯანაძე მოგწონდა თუ არა, სამართლიანობისთვის საბრძოლველად შენი ხალხის გვერდში უნდა იდგე“,– განაცხადა ბურჯანაძემ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow