12 წლის ბავშვის დედის განცხადებით, 55 წლის მამაკაცმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა, მისი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედება მეორედ განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

დედის თქმით, ბავშვი ფსიქოლოგის დახმარებას საჭიროებს.

„ბავშვი სკოლიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა, როდესაც 55 წლის მამაკაცი მიუახლოვდა და გარყვნილი ქმედება განახორციელა. ბავშვმა თავი ცუდად იგრძნო და ავტობუსში მყოფებს დახმარება სთხოვა. მოძალადისგან თავის დასაღწევად, უცნობი მამაკაცი გათავისუფლებაში დაეხმარა და მოძალადეს უთხრა, რომ ავტობუსიდან ჩასულიყვნენ და ესაუბრათ, რაზეც უარი განუცხადა. ჩემი შვილი სახლში ტირილით დაბრუნდა. ბავშვი სტრესულ მდგომარეობაშია სკოლაში არ დადის. მომხდარის გამო, დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციას ვთხოვეთ, შემდეგ კი სამართალდამცავებს მივმართეთ. ფსიქოლოგთან კონსულტაციებზე ვართ ჩაწერილი, ბავშვი ერთი კვირაა სკოლაში არ დადის. მომხდარის შესახებ სკოლის დირექტორიც ინფორმირებულია. აღსანიშნავია, რომ იგივე მამაკაცისგან მსგავსი ქმედება ჩემი შვილის მიმართ მეორედ ისევ ავტობუსში განხორციელდა. მამაკაცი ვერ ამოვიცანი, რადგან არასდროს მინახავს”,- განაცხადა მოზარდის დედამ.

ბათუმში 12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 55 წლის მამაკაცი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow