საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ 1 200  სტუდენტს სწავლა  სრულიად დაუფინანსდება. მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გორში, სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. მინისტრმა სტუდენტებს სხვა პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მთავრობის მიერ ხორციელდება.

ამასთან, ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რუსეთის აგრესიაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი მეტი განვითარება და პროგრესია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ასევე გააჟღერა ის ინიციატივაც, რომლის მიხედვითაც ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები თითოეული ბენეფიციარისთვის ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი თანხა. ყოველი ოჯახის გათბობის ხარჯები მთავრობის მიერ 200 ლარით დაფინანსდება.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow