დღეს ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი „განახლებული მზიური“ თბილისის მერმა კახა კალაძემ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად წარადგინა.

პროექტი 13 ივნისს წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და პარკი „მზიურის“ აღდგენა-მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, დაგეგმილია პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია-ადაპტაცია და მათი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაქმნა.

„მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. ამასთან, მზიურის ტერიტორიაზე აიგება შენობა, რომელშიც „თოჯინების მუზეუმი“ განთავსდება. კავკასიის მასშტაბით ერთადერთ, უნიკალურ მუზეუმში, რომელიც საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, თინათინ თუმანიშვილის თაოსნობით 1937 წელს დაარსდა, დაცულია კულტურული მემკვიდრეობის 2714 ექსპონატი. მუზეუმის პროექტი მოიცავს საგამოფენო სივრცეებს, სამეცნიერო ლაბორატორას, საგანმანათლებლო ცენტრს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ითვალისწინებს ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების პროექტს, რომლის მიხედვითაც პარკის ტერიტორიაზე დამატებით ხე-მცენარეები დაირგვება.

სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow