თბილისის მერია ზაზა სარალიძის პირველი ნოემბრის წერილს პასუხობს, რომლითაც სარალიძემ მერიას რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელებასა და კარვების გაშლის შესახებ მიმართა.

მერია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას თხოვნით მიმართავს,  პარლამენტის შენობის წინ 15 დეკემბერს დაგეგმილი ნაძვის ხის ანთების ცერემონიისა და საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 7 დეკემბრიდან დაგეგმილი აქციის ჩატარების დრო და ადგილი შეცვალოს.

წერილის საპასუხოდ, დღეს ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მერიის თხოვნის შესრულებას არ აპირებენ, რადგან აღნიშნულ ადგილას მათი ყოფნა და პროტესტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო სამზადისთან დაკავშირებულ სამუშაოებსა და ბავშვების გასართობ ღონისძიებებს ხელს არ შეუშლის.

„ამ წერილით პირდაპირ მეუბნება სახელმწიფო და ხელისუფლება, რომ არაფერს გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლადო. ამ წერილით პირდაპირ გვითხრა ხელისუფლებამ, სადაც გინდათ იქ იყავით ჩვენ ნაბიჯებს არ გადავდგამთო“- აცხადებს ზაზა სარალიძე

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow