ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მერიისთვის 1 ნოემბერს გაგზავნილ წერილზე, რომელშიც მოითხოვდა აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელებას და კარვების განთავსებას, მერიაში უპასუხეს, რომ 7 დეკემბრიდან აქციის ადგილი უნდა შეიცვალონ, რადგან პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაიდგას.  დღესვე ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მერიის თხოვნის შესრულებას არ აპირებენ.

„პარლამენტის წინ არის ცენტრალური ადგილი, სადაც იდგმება საახალწლო მთავარი ნაძვის ხე. ეს მე არ მომიფიქრებია, ტრადიციაა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას და ჰქონდათ სურვილი, დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია. ჩვენ კანონის თანახმად განვუმარტეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია ემზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის. მათ აქვთ შესაძლებლობა, ნახონ ქალაქში სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რათა ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. ამის უფლება მიეცემათ, არანაირი პრობლემა არ არსებობს“ – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კითხვაზე, რა ზომებს მიიღებს მერია, თუ სარალიძე და მაჩალიკაშვილი აქციის ადგილს არ შეცვლიან, კალაძე აცხადებს, რომ პასუხი კანონის ფარგლებში გაეცემათ.

„კანონი არის ძალიან მარტივი გამოსავალი ამისთვის. ტერიტორია თვითონაც შეუძლიათ აირჩიონ, შეზღუდული არავინ არის. დედაქალაქის მერია კანონის ფარგლებში გასცემს პასუხს“- აცხადებს კახა კალაძე

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow