საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და სასჯელის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს დღეს წარუდგინა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის, განცხადებით, სამინისტრო არასრულწოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულის დროული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უნდა შეიქმნას სქესობრივი დანაშაულების ჩამდენ პირთა სპეციალური ბაზა, რომლის დახმარებითაც აღნიშნულ პირთა კონტროლი და არასრულწლოვანთა მიმართ პოტენციური დანაშაულის თავიდან აცილება იგეგმება.

მსჯავრდებულ პირებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობისა და სხვა სამოქალაქო უფლებებიც ჩამოერთმევათ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow