საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, არ შეუშალონ ხელი ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მათ მხარდამჭერებს პარლამენტის შენობასთან შეკრებაში. ომბუდსმენი მერიის მიერ სარალიძე/მაჩალიკაშვილისათვის აქციის ჩატარების ადგილის შეცვლის მოთხოვნას აკრიტიკებს. მისი განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა მერიის მიერ შეკრების თავისუფლებაში ამ ფორმით ჩარევას არ ითვალისწინებს.

ლომჯარიას თქმით, მიუხედავად წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების არარსებობისა, ზაზა სარალიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას პირველ ნოემბერს წერილით მიმართა და აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელება და კარვების განთავსება მოითხოვა. მერიიდან მიღებული პასუხის შესაბამისად, ზაზა სარალიძეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე მითითებით ეთხოვა, 7 დეკემბრიდან შეცვალოს საპროტესტო აქციის ჩატარების დრო და ადგილი, რათა შეუფერხებლად გაიმართოს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია პარლამენტის შენობის წინ.

„შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, ხოლო მსგავსი უფლებით სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულობისა და საზოგადოების ღიაობის ხარისხს.

მოვუწოდებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მონაწილეების მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე შეკრების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით არ შეუშალონ ხელი ზემოხსენებული კონსტიტუციური უფლების რეალიზებას“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow