დღეს, ფლორენციაში, ბორჯღალოსნები იტალიის ეროვნულ ნაკრებს შეერკინებიან. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

„არტემიო ფრანკიზე“, რომელიც 43 147 მაყურებელს იტევს, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად რამდენიმე ათასი ქართველი იქნება. მათი ნაწილი ფლორენციაში საქართველოდან, ხოლო ნაწილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდა.

მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უკვე დაასახელა, რომელიც გამოცდილი და შედარებით ახალბედა მოთამაშეების ნაზავია: მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, დავით ქუბრიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, ბექა გორგაძე, ვასილ ლობჟანიძე, ლაშა ხმალაძე, ზურაბ ძნელაძე, თამაზ მჭედლიძე, მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), გიორგი კოშაძე, სოსო მათიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს იტალიელებთან  აქამდე  სამჯერ უთამაშიათ, სამივეჯერ იტალიაში და ბალანსი მეტოქის სასარგებლოდ 3-0-ია. თუ ბორჯღალოსნები დღეს გაიმარჯვებენ, ეს იქნება ხმამაღალი განაცხადი ექვს ერში საქართველოს ადგილზე, ან ექვსი ერის ფორმატის გადახედვაზე.

16:30 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე რაგბის გულშემატკივრები იკრიბებიან. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდება.

„არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე ეროვნული ჰიმნი ფლორენციაში პირდაპირ რესპუბლიკის მოედნიდან აჟღერდება, რაც პრინციპული მატჩის წინ ეროვნულ ნაკრებს წარმატებისათვის აუცილებელ მუხტს მისცემს.

რაგბის გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ერთად უყურონ მატჩს.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow