საოკუპაციო ხაზთან  პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა მობილიზებული. სოფელ ატოცში  მავთულხლართების გავლების პროცესი მესამე დღეა შეჩერებულია, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ რუსი სამხედროები სამუშაოებს ისევ განაახლებენ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალებმა, სოფელ ატოცში 150-მდე რკინის ბოძი დაამონტაჟეს და გეგმავენ კილომეტრიანი ე.წ. საზღვრის გამაგრებას.

შექმნილ ვითარებას გუშინ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, რომელთაც მოუწოდეს რუსეთს, რომ შეწყვიტოს ბორდერიზაციის ახალი ტალღა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც დღეც საოკუპაციო ხაზთან იმყოფება, საუბრობს ინციდენტებისა მართვისა და მათზე რეაგირების შეხვედრების გაგრძელებას, რომელიც ზაფხულის შემდეგ შეჩერებულია. მათი თქმით,   მოლაპარაკებების გზით აუცილებლად უნდა მოხერხდეს იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შედარებით მაინც შეამსუბუქებს ატოცის მოსახლეობის მდგომარეობას.

წყარო: პირველი არხი

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow