შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილი იქნება იმ ზომითა და ხარისხით, რომლიც დამაკმაყოფილებელი იქნება საქმეში მონაწილე ყველა მხარისთვის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

„აპელაციაში სასამართლო პროცესები გრძელდება, გამოყოფილი საქმის ფარგლებში მიმდინარეობს გამოძიება.მას შემდგომ, რაც ძირითადი საქმე წავიდა სასამართლოში, რამდენიმე ღონისძიება უკვე ჩავატარეთ დარწმუნებული ვარ, ამ ორი მიმართულებით, აპელაციისა და გამოძიების მიმართულებით გამოყოფილი საქმის ჭეშმარიტება დადგენილი იქნება სწორედ იმ ზომითა და ხარისხით, რომლიც დამაკმაყოფილებელი იქნება საქმეში მონაწილე ყველა მხარისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე განაჩენი დაცვისა და ბრალდების მხარეებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანი იქნა დამნაშავედ ცნობილი. გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. -ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოიყო სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე. კერძოდ, შსს-მ გამოძიება დაიწყო იმ დამატებითი გარემოებების დადგენის მიზნით, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა. ამ გამოძიების ფარგლებში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მირზა სუბელიანი, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით – მერაბ მორჩაძე, რომელსაც გუშინ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და პირობითი სასჯელი შეუფარდა. ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის გამო არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.

წყარო: პირველი არხი

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow