რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძის დედა შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაზა სარალიძეც  საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ შვილმოკლული მამებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით კარვები მიიტანეს.

სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს და კარვების ნაწილი წაართვეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათამდე კარავი გაშალეს. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ამ კარვებში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და სიმბოლურად, სოლიდარობას გამოხატავენ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow