ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ, აქედან გამომდინარე, ამ პირობებშიც პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას, უზრუნველყოს უსაფრთხოება მოქალაქეების და პირველ რიგში, აქციის მონაწილეების, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ, აქედან გამომდინარე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირობებშიც პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას უზრუნველყოს უსაფრთხოება მოქალაქეების და პირველ რიგში აქციის მონაწილეების.

აქვე მინდა აღვნიშნო, ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ინტერესისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, შს მინისტრის განცხადებით, პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე და ის გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას.

„ჩვენ ვდგავართ ყოველთვის ჩვენი მოქალაქეების გვერდით, ჩვენ ერთად ვსწავლობთ ქვეყნის მომავალს, ჩვენი მიზანია განვითარება და უსაფრთხოება. კარავი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა დავინახეთ ესკალაციის მზარდი საფრთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიზაციის რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ და მივიღეთ ის გადაწყვეტილებები და დღეს პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავთ საჭიროზე უფრო მეტ კარვებს.

პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, ის გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს“,- განაცხადა გახარიამ.

წყარო: პირველი არხი

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow