პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულდებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და კრემლის ლიდერს შორის შეხვედრა გაიმართა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრა ხანმოკლე იყო, თუმცა ლიდერებმა ისეთი საკითხების განიხილვა მოასწრეს, როგორებიცაა: ბირთვული საფრთხე, სირია, სავაჭრო ურთიერთობები, ვითარება საუდის არაბეთში, სანქციები, ავღანეთის საკითხი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა.

შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა. კრემლის ლიდერმა დაადასტურა, რომ მან დონალდ ტრამპთან საუბარი მოახერხა.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ ჩაიარა საუბარმა, ვლადიმერ პუტინმა მოკლედ უპასუხა – „კარგად“.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow