საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო. ბრიჯიტ მაკრონმა მსოფლიო ლიდერების მეუღლეებთან ერთად ვერსალის სასახლეში სადილზე უმასპინძლა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბრიჯიტ მაკრონმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საფრანგეთში სტუმრობისა და საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. მისი განცხადებით, დღეს საფრანგეთში სტუმრობა განიხილება, როგორც ძლიერი მეგობრობის ნიშანი და მზადყოფნა ვაშენოთ მშვიდობა და შევუქმნათ მსოფლიოს მშვიდობიანი მომავალი.
„სწორედ ვერსალია ის ადგილი, სადაც 100 წლის წინ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ერთა შორის მშვიდობისათვის შეთანხმება შეიქმნა“, – აღნიშნა ბრიჯიტ მაკრონმა.
ოფიციალური სადილის შემდეგ მაკა ჩიჩუა ვერსალში ვენის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტს დაესწრო.
comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow