“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას და მის შვილებს ემუქრებიან.

როგორც მან დღეს გამართულ, საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მუქარა რეალურია და ავტორები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები.

„ბოლო დღეებში, კერძოდ 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების, თეიმურაზისა და ქეთევანის და პირადად ჩემს მიმართ, ესემეს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადააგამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით, სამივეს მიმართულებით გაჟღერდა – „შუბლს გაგიხვრეტთ, თქვენს სისხლს დავლევ”.

მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენფიტიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები, დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან.

…მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რათა დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება მოცემულ ფაქტებზე და დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ და არეულობისკენ. ასევე, საზოგადოებას და კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ვალდებულებაა, სახელმწიფო უწყებებთან ერთად დაიცვან წინასაარჩევნო სიმშვიდე და წონასწორობა.

ჩემი პირველი მიმართვა გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად, შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემს და ჩემს ოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოყვა“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow