ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 2019 წლის იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება.

უფრო კონკრეტულად, მომავალი წლიდან, ყველა პაციენტს, რომელიც ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტ “ჰერცეპტინს” მოიხმარს, მედიკამენტს 80%-ით სახელმწიფო დაუფინანსებს.

სერგეენკოს თქმით, პროგრამა დღემდე მხოლოდ პირველი, მეორე და მესამე სტადიის სიმსივნით დაავადებულებს ეხებოდა. მომავალი წლიდან პროგრამით მეოთხე სტადიის პაციენტებიც ისარგებლებენ.

პროექტი, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „როშეს“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროგრამა თანადაფინანსებით მედიკამენტის 80%-ს არსებული პროგრამა ფარავს, რაც წლიურად ერთ პაციენტზე 6000 -მდე ლარს შეადგენს. უწყების ინფორმაციით, ამ პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა.

“მედიკამენტ „ჰერცეპტინის“ დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი სამი მილიონი ლარია. ის 2016 წლიდან მოქმედებს და 400 ბენეფიციარს აერთიანებს. ბიუჯეტი მომავალ წელსაც უცვლელია, თუმცა მასში მეოთხე სტადიის პაცინტების დამატება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სახელმწიფოსა და მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია „როშეს“ შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და კომპანიამ შეღავათიან ფასად მედიკამენტის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა“,- განაცხადა დავით სეგეენკომ

საქართველოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 1500-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow