“სამი დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან”, – ამ სათაურით “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, რუსი პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი რადიოსადგურ “ეხო მასკვის” ვებგვერდზე სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები ქვეყანაში დიდ მოულოდნელობად იქცა, რადგან მმართველმა გუნდმა და მისმა ლიდერმა მილიარდერების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და შედეგების ფალსიფიკაციის მიუხედავად, პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატის დასმა ვერ შეძლო.

შკლიაროვის თქმით, 6-წლიანი სტაგნაციის შემდეგ ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ დემოკრატიული ღირებულებებით სურს ცხოვრება, ოპოზიციამ კი დაამტკიცა, რომ რეალურად შეუძლია გაერთიანება.

„არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში  სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ ან ხელისუფლების ცვლილება, არამედ ცვლილებების მშვიდობიანი და ნამდვილი დემოკრატიული რევოლუცია. რევოლუცია, სადაც ქვედა და ზედა ფენებს უკვე არ შეუძლიათ და არ სურთ ძველებურად ცხოვრება. რევოლუცია, სადაც არ იქნებიან წაგებულები. საქართველო გახდება ახალი ტიპისა და ახალი თაობის კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიული „სახელმწიფო-სტარტაპი“, თანამედროვე მსოფლიოში კი ეს ერთადერთი გზაა განვითარებისკენ და ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებისკენ“, – წერს შკლიაროვი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია წარმოშობით ბელარუსმა პოლიტტექნოლოგმა ვიტალი შკლიაროვმა და რუსეთის მოქალაქეებმა წარმართეს.  7-კაციანი PR-ჯგუფი არჩევნების პირველი ტურის შედეგებს ვაშაძის შტაბში რუსული შეძახილებით ზეიმობდა. გრიგოლ ვაშაძე და მისი პოლიტიკური ჯგუფი კი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამტკიცებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის პროექტს არა ისინი, არამედ მათი მთავარი ოპონენტი, სალომე ზურაბიშვილი,   წარმოადგენს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow