საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ დესტაბილიზაციაზე საუბრობს.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, რევოლუციურ სცენარზე თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საუბრობენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპონენტები სურვილის მიუხედავად, დესტაბილიზაციას ვერ მიაღწევენ.

„ეს იკვეთება ყველაფრიდან, ეს კონკრეტულად იკვეთება ნაცმოძრაობის ლიდერებისა და მათი რუსი პიარტექნოლოგების ფრაზებიდან. მაგალითად, რუსი შკლიაროვი პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ მზადდება რევოლუცია. ასევე, სააკაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ თუ ხელისუფლებას სურს რევოლუცია, ის ამას მიიღებს. ნაცმოძრაობის ლიდერები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, თუმცა, მათ ასეთი სცენარები 2016 წელსაც ჰქონდა და სხვა დროსაც, მაგრამ ისინი, ბუნებრივია, საქართველოში დესტაბილიზაციასა და რევოლუციას ვერ ეღირსებიან. ისინი ამ ყველაფერზე ღიად საუბრობენ. ეს არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება. რა თქმა უნდა, არის სხვა ინფორმაციაც, რომელიც რევოლუციურ სცენართან არის დაკავშირებული. რიტორიკა არის აქეთ მიმართული. მე ყველას მინდა მოვუწოდო, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არსებულ პროვოკაციებს არ აყვნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

comments