გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას “თანასწორობის მოძრაობა” ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 02:00 საათზე მოხდა. მათ დაზიანებები მიყენებული აქვთ სახისა და თვალის არეში, დაზიანებული აქვთ ყბის ძვლები, მიღებული აქვთ ტვინის შერყევა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, ღამით, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხმა პირმა ორ ტრანსგენდერს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან  მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი მათგანი დააკავეს, მეოთხე პირის დაკავების მიზნით კი მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ტრანსფობიურ ნიადაგზე არაერთი ადამიანია დაზარალებული, მათ შორის ორი ტრანსგენდერი ქალი ბოლო წლებში ტრანსფობიის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების გამო დაიღუპა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow