“ევროპული საქართველოს“ ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა.

imedinews-ის ინფორმაციით, გუნდის ყოფილი წევრების პარტიის დატოვების მიზეზი, არჩევნების მეორე ტურისთვის “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამოცხადება გახდა.

ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ველთაურის თქმით, ის და მისი გუნდი, თავს მოტყუებულად გრძნობენ, რადგან “ევროპულმა საქართველომ” ზედა ეშელონებში მიიღო გადაწყვეტილება და გუნდის წევრებთან არ გაიარა კონსულტაცია.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ოთარ კახიძის მტკიცებით, ეს ადამიანები პარტიიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზეგავლენით წავიდნენ.

“ეს ვარკეთილის ორგანიზაციის ორი თუ სამი აქტივისტის შემთხვევაში მოახერხეს, რაც მთლიან სურათს არ ცვლის, რადგან „ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში არ გაიმარჯვოს. სუს-ის უბადრუკი მცდელობა თითო-ოროლა აქტივისტის გადაბირების თაობაზე ღიმილის მომგვრელია და გარკვეული პირების სუსტ ნებისყოფაზე მიუთითებს” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow