ყოფილი კომუნისტების განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა რუმინელი დეპუტატის, ევროპარლამენტარ  ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს.

„თუ ყოფილ კომუნისტს არ მოსწონს რომელიმე კანდიდატი ჩვენს არჩევნებში, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ამ კანდიდატს უნდა დავუჭიროთ მხარი. მას რომ ოპოზიციური კანდიდატი მოსწონებოდა, მაშინ იქნებოდა რაღაც პრობლემა. ყოფილი კომუნისტების განცხადებებზე მე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, პირიქით ეს ნიშნავს, რომ კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს, პრობლემაა. რუმინელი კომუნისტები, თუნდაც ყოფილები, ვერ გადაწყვეტენ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ამას გადაწყვეტენ ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ვარაუდობს, ხსენებულმა დეპუტატმა დირექტივები რუსეთის საელჩოდან მიიღო.

„ევროპარლამენტში არის 700-ზე მეტი დეპუტატი. მათ შორის არიან დეპუტატები, რომლებიც ძალიან ხშირად პირდაპირ რუსეთის საელჩოსგან იღებენ ბრიუსელში ინსტრუქციას, რა უნდა თქვან. მე არ მაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთი, მაგრამ შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდო, რომ ამ ადამიანმა თავისი სასაუბრო, რა უნდა ეთქვა ამ დებატებზე, ალბათ, მიიღო პირდაპირ რუსეთის საელჩოდან ინსტრუქციად. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბევრი ყოფილი კომუნისტური პარტიის წევრი დღეს აგრძელებს მოსკოვზე მუშაობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსნებთ,  რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა, ვიქტორ ბოშტინარუმ ევროპარლამენტში გუშინ განაცხადა, რომ: „ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow