სააპელაციო სასამართლომ ე.წ. „სერგო თეთრაძის საქმეზე“ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს. ამის შესახებ ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სხდომას ბაჩო ახალაია არ დაესწრო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 2018 წლის აპრილში ცნო. ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ძიმცეიშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ სამი პირი – დავით ლონდარიძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის სექტემბერში დააკავეს. დაკავებიდან ერთ კვირაში თეთრაძე ციხეში გარდაიცვალა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow