ზესტაფონში მომხდარ მკველობაში ბრალდებულ პირი დაკავებულია.

ამის შესახებ “პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლით მოსპობა გამოიწვია.

ცნობისთვის, ზესტაფონში მკვლელობა დღეს მოხდა. “პრაიმტაიმის” იმერეთის კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ აღმაშენებლის გამზირზე ე.წ სტაიანშიკებმა თანხა ვერ გაინაწილეს, რის გამოც, ერთ-ერთმა პირმა, მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა და ადგილზე მოკლა.

“საშინელება დავინახე, ფულს ვერ იყოფდნენ და უცებ რკინა აიღო და თავში ჩაარტყა. საწყალი ადგილზე დაიღუპა,”- აცხადებს თვითმხილეველი.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow