სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნას ეხმაურება. მისი თქმით, მაღალი აქტივობისთვის უკეთესი იქნებოდა არჩევნები შაბათ ან კვირა დღეს დანიშნულიყო.

მისი თქმით, ამის მიზეზი არამხოლოდ ემიგრანტებია, არამედ გასათვალისწინებელია საქართველოს შიგნით არსებული მაღალი მიგრაციაც.

„მიმაჩნია, არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესი არის შაბათ-კვირას. ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცენ ხმა და ამის საშუალება მათ ძირითადად სწორედ შაბათ-კვირას აქვთ, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მაღალი შიდა მიგრაცია და მოქალაქეებს უწევთ შორ დისტანციაზე წასვლა ხმის მისაცემად იქ, სადაც არიან რეგისტრირებული. ამის საშუალება კი, შაბათ-კვირას უფრო მეტად არის, ვიდრე ერთი დღის განმავლობაში, რომ თუნდაც ერთი დღე გამოცხადდეს უქმედ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ

ამასთან, ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ მეორე ტურის ოთხშაბათ დღეს დანიშნვა ნეგატიურად არ აისახება ამომრჩევლის აქტივობაზე.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გუშინ გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow