ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

საგამოძიებო უწყებაში ის რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

ზაზა სარალიძემ პოლიციის შენობაში შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა პირად საუბარში განაცხადა, რომ საქმე ეხება მის მიმართ განხორციელებულ მუქარებს.

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ის „ფეისბუქში“ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს, რაზეც პროკურატურის მიერ გამოძიების ჩატარებას ითხოვს. გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow