თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.

ექიმის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პირის მდგომარეობა რთულია. მისი თქმით, სამივე ერთი ოჯახის წევრია – ბაბუა, შვილი და შვილიშვილი.დაშავებულები დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

„სამივეს მდგომარეობა არის საკმაოდ სერიოზული. მოთავსებული არიან დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ოჯახის წევრებთან გვაქვს საქმე. ბაბუა, შვილი და შვილიშვილი. მათი ასაკია 44 წლის, 24 წლისა და 6 წლის ბავშვი. სხვადასხვა მიდამოს საკმაოდ სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ, შესაბამისად, სხეულის 65%,55% და 12%“, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.

წყარო: 1tv.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow