აფეთქება ზემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა.

მაშველები აფეთქების ადგილზე დედა-შვილს დაახლოებით შვიდი საათი ეძებდნენ.  ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში იპოვეს. ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.

როგორც ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განუცხადა, სამძებრო სამუშაოები ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა.

„დასრულდა სამაშველო ღონისძიება. სამუშაოები ძალიან რთულ პირობებში მიდიოდა. კედლები იყო ჩანგრეული და ფილები ჩაცვენილი, ამის გამო, საკმაოდ გაგრძელდა პროცესი და მაშველები თავისი რისკის ფასად, ძალიან ფრთხილად მუშაობდნენ. ნაპოვნია გარდაცვლილი დედა-შვილი, რომლებიც გადაყვანილი არიან პროზექტურაში. მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ამ დროისთვის, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ სამი პირია მოთავსებული. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი მდგომარეობა  სტაბილურად მძიმეა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow